top of page

გაწევრიანება

GARA-ს საწევრო გადასახადი და მომსახურება საქართველოს აგროტურიზმის რეგიონალური ასოციაცია არის წევრობაზე დაფუძნებული ასოციაცია, რომლის წლიური საფასური, ყველა წევრისთვის იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირი, არის 120 ლარი.
 

GARA-ს წევრები ისარგებლებენ: ვებ-გვერდით, სადაც მოხდება ინდივიდუალური წევრების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა და მათი საქმიანობის პოპულარიზაცია; თანამედროვე ინდუსტრიისთვის სპეციფიკურ რესურსებსა და ინფორმაციაზე წვდომით, ასევე ტრენინგებზე დასწრებით და ურთიერთ კომუნკაციის (ქსელში ჩართვის) შესაძლებლობით.
 

GARA წარმოადგენს აგროტურიზმის სექტორის ინტერესებს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, ის ადვოკატირებას გაუწევს და დაიცავს აგროტურიზმში ჩართული წევრების უფლებებს.
 

GARA წარმოადგენს აგროტურიზმის ბიზნესის დაფუძნებასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის ცენტრს, იქნება ეს სახელმწიფო რეგულაციები, საგადასახადო და იურიდიული მოთხოვნები, ან კვლევები/ კვლევითი მასალები/ სტატისტიკები, რომლებიც ასოციაციის ვებ-გვერდიდან და კვარტალური ბიულეტენებიდან იქნება GARA-ს წევრებისთვის ხელმისაწვდომი. ასევე GARA ხელს შეუწყობს აგროტურიზმის ხარისხის სტანდარტისა და სერტიფიცირების სისტემის შექმნას, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი მოგზაურებისთვის უზრუნველყოფს მაღალ ხარისხს და დაეხმარება აგროტურისტულ ობიექტებს შემოსავლის გაზრდაში.

წევრობის ძირითადი პაკეტის გარდა, GARA შემოგთავაზებთ საფასურზე დაფუძნებულ მომსახურებას, რომელიც მათ დასჭირდებათ წარმატებული აგროტურისტული ბიზნესის შექმნისთვის ან უკვე არსებულის გაუმჯობესებისთვის.

რეგისტრაცია

საგადასახადო სტატუსი
ფიზიკური პირი
იურიდიული პირი
დაბადების თარიღი
bottom of page